Belive

დღეს ნაპოლიში კვარაცხელიას ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ნაპოლი" გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას წარუდგენს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელის პრეზენტაცია დიმარიოზე ჩვენი დროით 14:15 წუთზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას დებიუტი "ნაპოლიში" გუშინ უკვე შედგა. ამხანაგურ მატჩში ლუჩანო სპალეტის გუნდმა "ანაუნე" 10:0 დაამარცხა, ხოლო კვარაცხელიამ პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა. "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ვინგერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია ინსინიეს შესანიშნავი შემცვლელია.

სხვა სტატიები