არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული კლუბი, "ბოკა ხუნიორსი" იუბილარია. გუნდს 114 წელი შეუსრულდა.
"ბოკა ხუნიორსი" 1905 წლის 3 აპრილს ბუენოს-აირესში დაარსდა. 1913 წელს გუნდმა პირველად ითამაშა არგენტინის "პრიმერადივიზიონში". წლების განმავლობაში ისინი უმაღლეს ლიგაში თამაშზე ოცნებობდნენ. ამ პერიოდში გუნდების რაოდენობა 5-დან 16-მდე გაზარდეს. "ბოკა ხუნიორსმა" პირველი ტურნე 1925 წელს გამართა. გუნდი ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ჩავიდა.
"ბოკა ხუნიორსს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მრისხანე გულშემატკივარი ყავს. კლუბის საშინაო არენა, "ლა მობმონერა" ორ ფერშია გადაწყვეტილი. ლურჯი და ყვითელი ფერები ბუენოს-აირესის ქუჩებში დომინირებს. ქალაქის მეორე ნახევარი კი მოსისხლე მტრის, "რივერ პლეიტის" ფერებშია გადაწყვეტილი.
"ლა ბომბონერაზე" 49 ათასი გულშემატკივარი ეტევა. სტადიონს 6-ჯერ გადაერქვა სახელი. მიმდინარე დასახელება კი 1940 წლიდან ჰქვია.
"ბოკა ხუნიორსის" საუკეთესო ბომბარდირი 236 გატანილი ბურთით მარტინ პალერმოა. მეორე ადგილზე 221 გოლით რობერტო ჩეროა. ყველაზე მეტი, 426 მატჩი "ბოკას" მაისურით რობერტო მოუცოს აქვს ნათამაშები.
არგენტინის "პრიმერადივიზიონი" "ბოკას" 33-ჯერ აქვს მოგებული. არგენტინის თასი მხოლოდ 3-ჯერ. ლიბერტადორესის თასი "ბოკას" ისტორიაში 6-ჯერ აქვს მოგებული.
გარდა ფეხბურთისა, "ბოკას" კალათბურთის, ფრენბურთის, ძიუდოს, კატარესა და ტაეკვანდოს გუნდები ჰყავს.