Belive

დევიდ მოიესი ვესტ ჰემს ტოვებს - ჩაქუჩების ახალი მწვრთნელი ცნობილია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დევიდ მოიესი "ვესტ ჰემს" დატოვებს. გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩებმა" მოიესის შემცვლელი უკვე შეარჩიეს და მასთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ.

რამდენიმე ბრიტანული წყაროს მტკიცებით, "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დევიდ მოიესს ხულენ ლოპეტეგი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, მოიესი "ვესტ ჰემს" 2019 წლიდან წვრთნის. 61 წლის შოტლანდიელი სპეციალოსტის მეთაურობით, ლონდონურმა კლუბმა UEFA-ს კონფერენს ლიგის მოგება შეძლო.