Belive

"დევიდ ბექჰემი მსოფლიო დონის მოთამაშე არ იყო"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარულმა დევიდ ბექჰემმა ინგლისის ნაკრებში 115 მატჩი ჩაატარა, სადაც 17 გოლის გატანა და 42 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მისი სანაკრებო კარიერა 1996 წლიდან 2009 წლამდე გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში დევიდმა ხუთ მთავარ ტურნირზე ითამაშა და გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. მათ შორის, ულამაზესი საჯარიმო დარტყმა საბერძნეთის წინააღმდეგ, რომელმაც ინგლისი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

David-Beckham-celebrates-scoring-for-England-against-Argentina

ამ ყველაფრის ფონზე, "ჩელსის" ყოფილი მცველი ჯეისონ კანდი ამბობს, რომ ბექჰემი მსოფლიო დონის მოთამაშე არ ყოფილა და ის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულშიც ვერ მოხვდებოდა. ჯეისონმა ისიც დაამატა, რომ დევიდი შასაძლოა საუთგეიტის ნაკრებშიც ვერ მოხვედრილიყო.

"ვფიქრობ, რომ დევიდ ბექჰემის კარიერა ინგლისის ნაკრებში ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა. ის საერთოდ არ არის ერთ-ერთი საუკეთესო. არავინ დავობს იმაზე, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამწოდებელია, მაგრამ, მე მირჩევნია გუნდში სტერლინგი მყავდეს, რადგან რაჰიმს გოლების გატანა შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ფოდენი მასზე ბევრად კრეატიულია. ბექჰემი ინგლისისთვის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, მაგრამ არა მსოფლიო დონისთვის. ის ინგლისის საუკეთესო თერთმეტეულშიც კი ვერ მოხვდებოდა." - განაცხდა ჯეისონ კანდიმ talkSPORT-თან ინტერვიუში.

კანდიმ ასევე დაამატა, რომ ბექჰემზე უკეთესი მეპასე ჰარი კეინია. შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი 2008 წლიდან ინგლისის დიდების დარბაზის წევრია.

სხვა სტატიები