Belive

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

54 წლის სპეციალისტმა ,,ლურჯები'' 2012 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთი 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 2022 წელს კი მუნდიალის ფინალში არგენტინასთან დამარცხდა.

გარდა ამისა, დეშამის გუნდმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2021 წელს კი ერთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები