Belive

დეშამმა ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნა დაადასტურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად კილიან მბაპეს დანიშვნა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა:

,კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების ახალი კაპიტანია, ანტუან გრიზმანი - ვიცეკაპიტანი. კილიანს შეუძლია, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რომელსაც კაპიტნობა მოითხოვს. ის გუნდში და მოედანზე საკვანძო ფიგურაა,'' - დეშამის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში მბაპე პირველ შეხვედრას 24 მარტს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

კილიანის ანგარიშზე საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 66 შეხვედრაში 36 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები