Belive

დეშამი: ,,საფრანგეთის ფეხბურთი მოსაწყენია? სხვა რამეს უყურეთ!''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა:

- თქვენთვის მისაღებია საფრანგეთის ნაკრების მოსაწყენი თამაშის კრიტიკა? (კითხვა შვედმა ჟურნალისტმა დასვა)

- თქვენ შვედი ხართ, არა? თუ მოგწყინდათ, სხვა რამეს უყურეთ, არა უშავს! ეს ყველასთვის განსაკუთრებული ჩემპიონატია, იმაზე უფრო ნაკლები გოლით, ვიდრე წარსულში. გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ემოციები გამოვხატოთ და შედეგებით ფრანგი ხალხი გავახაროთ. თუ შვედებს ჩვენი თამაში მობეზრდათ, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს!'' - დიდიე დეშამი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის შეხვედრა, რომელიც ხვალ მიუნხენშია ჩანიშნული, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები