Belive

დეშამი რეალის მოკლე სიაში - ფრანგი მწვრთნელი შესაძლოა 'სამეფო კლუბში' დაინიშნოს

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის - ფაბრის ჰოუკინგის ექსკლუზიური ინფორმაციით, 57 წლის ფრანგი მწვრთნელი - დიდიე დეშამი, მადრიდის რეალის მომავალი მწვრთნელების მოკლე სიაში მოხვდა.

ჰოუკინგის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესსა და დიდიე დეშამს შორის პირველი საუბარი და პირდაპირი კონტაქტი შედგა, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია გავრცელდა...

დიდიე დეშამს, როგორც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, მოღვაწეობის დასრულებას დიდი კლუბები ყურადღებით აკვირდებიან, რომლებიც მაღალი დონის მწვრთნელს ეძებენ. მათ შორისაა რეალ მადრიდი, რომელმაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თავის ერთ-ერთ სამიზნედ აქცია.

ერთი ეპოქის დასასრული, მეორის დასაწყისი? საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სათავეში 14-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დიდიე დეშამი თანამდებობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი შემცვლელი ახლა უკვე დიდწილად გარკვეულია, რადგან მოსალოდნელია, რომ მას ზინედინ ზიდანი ჩაანაცვლებს, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ.

საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც 'სამეფო კლუბი' ასევე დიდიე დეშამი და გადაიკვეთება თუ არა მათი გზები...

შეგახსენებთ, რომ დეშამმა სამწვრთნელო კარიერა მონაკოში დაიწყო (2001-2005), სადაც კლუბთან ერთად საფრანგეთის თასი მოიგო და 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ათამაშა.

შემდეგ იყო მარსელი 1 წელი იუვენტუსში, სადაც ტიტულის მოგება ვერ შეძლო, ამის შემდეგ კი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, ამჯერად მარსელში (2009-2012) სადაც საფრანგეთის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასის 3-ჯერ, ხოლო სუპერ თასის მოგება 2-ჯერ შეძლო.

2012 წლიდან დღემდე კი იგი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, სადაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2021/2022 წლების სეზონში ერთა ლიგა, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე გუნდი ფინალში გაიყვანა...

სხვა სტატიები