Belive

დერეკ მაკინესი: "მეტოქეს პატივს ვცემთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  "პოზიტიური რეზულტატია, არა საუკეთესო მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვფიქრობ შედეგი დადებითია. გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები. პირველ პენალტზე გული დამწყდა, ვფიქრობ პენალტი არ ყოფილა, მაგრამ ჩემმა გუნდმა კარგი პასუხი გასცა, პენალტიც სამართლიანად დავარტყით. შინ რომ დავბრუნდებით ყველაფერს უკეთესად შევაფასებთ, და ვფიქრობ უკეთესად ვითამაშებთ. გარანტიებს ვერ მოგცემთ, ყველაფერი შემდეგ მატჩში გადაწყდება. LIve.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე რას ფიქრობდა იგი შოტლანდიური პრესის განცხადებების შესახებ, სადაც დაიწერა რომ "აბერდინი" სოფლის გუნდს ეთამაშებოდა მაკინესმა შემდეგი უპასუხა: "აბერდინი" მეტოქეს პატივს ცემს, მსგავსი რამ პრესაში არ წამიკითხავს, ჩვენ "ჩიხურა" შევისწავლეთ და ეს კარგად ორგანიზებული გუნდია, ჟურნალისტებს თავისი საქმე აქვთ და მე ამ განცხადებას თუ ასეთი იყო არ ვეთანხმები." განმეორებითი მატჩი შოტლანდიაში 1 კვირაში გაიმართება.

სხვა სტატიები