Belive

Deporte Valenciano | ვალენსია მამარდაშვილს სარფიანად გაყიდის

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" ქართველი კიპერი - გიორგი მამარდაშვილი, ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია. მედია საშუალებებში მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები არ ცხრება და სულ უფრო აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მამარდაშვილი "ღამურებს" დატოვებს.

Deporte Valenciano ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც ქართველი კიპერის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ფანების სურვილის მიუხედავად, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კიპერმა "ვალენსია" დატოვოს, ვიდრე ის, რომ კლუბის ლეგენდარულ მეკარედ იქცეს.

"ვალენსიას" კარს წლების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილი უნდა იცავდეს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კიპერმა "ღამურები" დატოვოს. დიდი ალბათობით, "ვალენსია" ქართველ კიპერს სარფიანად გაყიდის - იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსფერი მინიმუმ მომავალი წლის ზაფხულამდე არ განხორციელდება. მამარდაშვილის ტრანსფერზე გასულ ზაფხულსაც იწერებოდა, თუმცა კლუბისთვის რეალური წინადადებით არავის მიუმართავს და მეკარე "ვალენსიაში" დარჩა. მამარდაშვილი კიდევ უფრო გაიზარდა და დაიხვეწა, რაც უყურადღებოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

მამარდაშვილს ჰაერში და გამოსვლებზე, ასევე ფეხით თამაში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი აქვს. ამ კომპონენტების დახვეწის შემდეგ, არ გაგვიკვირდეს, რომ ის 50 მილიონ ევროდ გაიყიდოს. ფანების სურვილის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის "ვალენსიაში" ათწლეულების განმავლობაში დარჩეს და ისეთივე ლეგენდარული სახელი დაიმკვიდროს, როგორც: იზაგირემ, აბელდარდომ, სემპერმა და ნაკისარესმა. მომავალი 10 წლის განმავლობაში მამარდაშვილს "მესტალიაზე" ვერ ვიხილავთ და ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ კლუბი მას სარფიანად გაყიდის.

წასვლის შემთხვევაში "ვალენსია" უნდა ეცადოს, რომ ტრანსფერისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. მომდევნო წლებში ეს ბიჭი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება და ჩვენ მისთვის შორიდან მოგვიწევს ყურება. - Deporte Valenciano.

სხვა სტატიები