დეპაიმ დაადასტურა, რომ ზაფხულში ლიონს დატოვებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ლიონში გადმოსვლისას, 23 წლის ვიყავი, მას შემდეგ შევიცვალე და გავიზარდე. როცა უკან ვიხედები, ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი დრო იყო. ამ მოგონებებს, ისევე როგორც მეგობრებს, დიდ ხანს შევინარჩუნებ. ცოტა უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ აქ უკანასკნელი მატჩი მელის. სამწუხაროდ, შეხვედრის ჩატარება ცარიელ სტადიონზე, გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევს, მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები ამ განსაკუთრებულ მომენტში ჩემ გვერდით იქნებიან,'' - განაცხადა დეპაიმ.დეპაი ,,ლიონში'' 2017 წელს ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან'' გადავიდა. ნიდერლანდელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის გადაბირება ,,ბარსელონას'' სურს. კატალონიელები შემტევს 2 ან 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.