Belive

დემეტრაძე: "ძალიან სამწუხაროა ის რაც ჩემს მეორე სამშობლოში ხდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ სოციალურ ქსელში უკრაინელებს მიმართა.
„ძვირფასო უკრაინელებო, მე ვარ გიორგი დემეტრაძე - ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში თამაშობდა და ცხოვრობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი მეორე სამშობლოა. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც თქვენს სამშობლოში ხდება. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. დიდება უკრაინას!“ - ამბობს დემეტრაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი დემეტრაძე 1999-2001 წლებში "დინამო კიევში" თამაშობდა. ქართველი თავდამსხმელი უკრაინიდან ლა ლიგაში, "რეალ სოსიედადში" გადავიდა. კარიერის განმავლობაში დემეტრაძე უკრაინაში სათამაშოდ არაერთხელ დაბრუნდა. 2022 წლის 24 თებერვალს, დილით, უკრაინას თავს რუსეთი დაესხა. პუტინის რეჟიმს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

სხვა სტატიები