Belive

დე როსი: "მე ჯერ კიდევ მინდა თამაში"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
35 წლის იტალიელი ნახევარმცველი – დანიელე დე როსი, რომელმაც მთელი საფეხბურთო კარიერა “რომაში” გაატარა კლუბიდან მიდის და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გამოწვევას ელის. იტალიელი ნახევარმცველი ფრანჩესკო ტოტის გზას არ გაჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი კარიერას რომაულ კლუბში არ დაასრულებს და ზაფხულიდან სხვა კლუბში ითამაშებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დე როსიმ განცხადება გააკეთა: "მალე 36 წელი შემისრულდება. გუნდი ახალ კონტრაქტს აღარ მთავაზობს, თუმცა ვგრძნობ, რომ თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. ახალი გუნდის მოძებნა - ეს არის ის, რაც ჯერ არასოდეს გამიკეთებია, ასე რომ ეს საკითხი ჩემს ოჯახთან და აგენტთან უნდა შევათნახმო," აღნიშნა დე როსიმ Goal.com-თან საუბრისას. იტალიელ ნახევარმცველს რომას რიგებში 615 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც მან 63 გოლის გატანა და 54 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. დე როსი გამოირჩეოდა მებრძოლი სულითა და ხისტი თამაშით: მას რომას რიგებში 147 ყვითელი ბარათი და 9 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

ასევე იხილეთ: ემოციური კადრები: დე როსი რომას ფეხბურთელებს დაემშვიდობა (ვიდეო)

სხვა სტატიები