Belive

დე პაული: "თამაშამდე მომხდარმა ინციდენტმა გაგვაბრაზა, ეს იყო გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიასა და არგენტინას შორის გამართული მატჩი სკანდალურად დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არგენტინა 5 ქულით წინ იყო პრინციპულ მეტოქეზე და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა, ამიტომ ბრაზილიელებისთვის ეს შეხვედრა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებდა. მარაკანაზე დაძაბულობა ბრაზილიის ჰიმნის შესრულების დროს დაიწყო და ორივე გუნდის გულშემატკივრების ჩხუბით გაგრძელდა. თამაში 30 წუთით გადაიდო, რადგან საქმეში პოლიცია ჩაერია, გულშემატკივრების დასამშვიდებლად ტრიბუნებთან გუნდის ლიდერებიც მივიდნენ.

საბოლოოდ მატჩი დაიწყო და არგენტინელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების გოლის ავტორი - ნიკოლას ოტამენდი იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა - როდრიგო დე პაულმა ისაუბრა.


"ჩვენ გვინდოდა, რომ მიმდინარე სეზონში მარაკანაზე ბრაზილიის ნაკრებისთვის პირველი ჩვენ მოგვეგო და ასეც მოხდა.

რაც თამაშამდე ხდებოდა ეს იყო მარაზმი, სწორედ ამ ფაქტმა ჩვენში გაღიზიანება და დიდი ბრაზი გამოიწვია, რაც შემდეგ მოედანზე ავსახეთ და შედეგი სახეზეა. დიდი დაპირისპირების შემდეგ, სანამ მატჩი განახლდებოდა, ბიჭებთან ვსაუბრობდით, რომ ამ ფაქტის გამო ამ კონკრეტული მატჩის წაგების უფლება არ გვქონდა და ჩვენი ბრაზი მოედანზე უნდა გამოგვეხატა.

ჩვენ კიდევ ერთი დიდი და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ..." - როდრიგო დე პაული

მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში არგენტინას 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, ბრაზილიამ 6 შეხვედრიდან უკანსნელი 3 წააგო და 7 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები