Belive

დე ლაურენტისმა სპალეტის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა.

როგორც Corriere dello Sport-ის უახლოეს გამოცემაშია ნათქვამი, აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ცალმხრივი შესაძლებლობა, რომელიც შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას გულისხმობს, ახლა კი ყველაფერი თავად 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ამჟამად, ლუჩიანო სპალეტი კანონის თანახმად ვალდებულია, რომ ელექტრონული ფოსტით მიღებულ შეტყობინებას გაეცნოს.

ლუჩიანო სპალეტის, რომელსაც ნეაპოლელთა 33-წლიანი პაუზის დასრულების და ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებამდე იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში დარჩენილ ექვს ტურში 1 ქულის მოპოვება სჭირდება, კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

სხვა სტატიები