Belive

დე ლაურენტისი: "სკუდეტო ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

33 წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლიმ" ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. "უდინეზესთან" ნათამაშები ფრეს შემდეგ, სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი გულშემატკივარი შეიკრიბა და ჩემპიონობა ერთად იზეიმეს. შეხვედრის დასრულებისთანავე კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა გულშემატკივარს მიმართა:

"მადლობა, მადლობა და მადლობა. თქვენ ყოველთვის გვეუბნებოდით, რომ მოგვეგო და მოვიგეთ. ეს ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ. კვირას ყველანი ერთად "ფიორენტინას" წინააღმდეგ აღსანიშნად ვიკრიბებით. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბებით დიდ წვეულებაზე. გმადლობთ ყველას. დღეს იმ მუშაობის კულმინაციაა, რომელსაც წლების განმავლობაში გავწიეთ. ჩემპიონატი იმაზე ადრე მოვიგეთ ვიდრე ველოდი და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ."

შემდეგ შეხვედრას აწ უკვე იტალიის ჩემპიონი “ნაპოლი” 7 მაისს, საშინაო კედლებში, “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები