Belive

დე ლაურენტისი: "პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში - თავგადასავალი გრძელდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პირველად ისტორიაში "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა მეტოქე ორივე შეხვედრაში აშკარად დაჯაბნა და ეს გამარჯვებები ლოგიკური იყო. ნეაპოლელებმა "აინტრახტი", ორი შეხვედრის ჯამში, 5:0 დაამარცხეს.

გამარჯვებას მოკლე კომენტარით გუნდის პრეზიდენტიც გამოეხმაურა:

"პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლის" თავგადასავალი გრძელდება. ყველას ყოჩაღ!" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

"ნაპოლის" მომავალი მოწინაღმდეგე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 1/4 ფინალური წყვილების პარასკევს, კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.

სხვა სტატიები