Belive

დე ლაურენტისი კვარასა და ოსიმენზე: "ვალები არ მაქვს, რომ სამკაულები გავყიდო"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, თავისი გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის პოტენციური ტრანსფერების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათი კონტრაქტების გაყიდვას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს.

"არა მგონია, რომ ზაფხულში კვარაცხელიასა და ოსიმენისნაირი ფეხბურთელები წავიდნენ. ჩვენს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მე სამკაულების გაყიდვას არ ვაპირებ, რადგან ვალები არ მაქვს.

სკუდეტო იქნება არაჩვეულებრივი ათწლეულის სწორი კულმინაცია. ქალაქისთვის ეს ნიშნავს პრესტიჟს, კარგად ნაწარმოებ საქმეს და კეთილდღეობას. ეს გამოსასყიდია იმ გამბედაობის, რომლითაც ზაფხულში შემადგენლობა გაახალგაზრდავება შევძელით, შემდეგ კი სპალეტიმ მოახერხა და შეკრა გუნდის, რომლითაც სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს გვათამაშებს.

ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება. რა თქმა უნდა, არიან უფრო ძლიერი გუნდები, მაგრამ ვნახოთ…

ჯერ "აინტრახტის" ბარიერი გვაქვს გასავლელი მერვედფინალში: "ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკეთესები ვართ. შარშან "ბარსელონასთან" ჩატარებული მატჩი ბევრს ამბობს მათ შესაძლებლობებზე, ცოტანი თუ დადებდნენ მაშინ ფსონს მათზე, თუმცა საბოლოოდ შედეგი განსხვავებული დადგა. ჩვენ არ დავუშვებთ იგივე შეცდომას", - თქვა ნეაპოლური კლუბის მმართველმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გერმანიაში, 22 თებერვალს ფრანკფურტში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები