Belive

დე ლა ფუენტე იამალის კრიტიკოსებზე: ,,ეს ხალხი მარსზე ცხოვრობს''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ლამინე იამალი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

გარდა ამისა, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის მუდმივად ქების მომხრე არ არის:

,,იამალზე უნდა ვიზრუნოთ. ყველა ვხედავთ, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვფიქრობ, რომ ის თავისი ასაკისთვის ძალიან მომწიფებულია და კარგად იცის, რას აკეთებს. ჩვენ მას დათვურ სამსახურს გავუწევთ თუ ყოველთვის შევაქებთ.

იამალის კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ იამალი ბევრ გოლს ვერ იტანს? ღმერთო ჩემო, ეს ხალხი, მგონი, მარსზე ცხოვრობს. ჩვენ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ყოვლისმცოდნედ არავინ იბადება.'' - დე ლა ფუენტე

2024-2025 წლების სეზონში ლამინე იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 18 გოლი და 25 საგოლე გადაცემაა. 17 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ერთად წელს ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები