Belive

დე ხეა ახალ შეთავაზებას მიიღებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავიდ დე ხეას მიმდინარე კონტრაქტი საკუთარ კლუბთან 1 წელიწადში ეწურება, აღნიშნულთან დაკავშირებით იყო მითქმა-მოთქმა, რომ ესპანელ მეკარეს "წითელი ეშმაკები" გასაყიდად გაიმეტებდნენ, თუმცა როგორც ჩანს მანჩესტერელები მსგავსს არაფერს გეგმავენ, პირიქით, მათ ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები აქტიურად შეეცდებიან დავიდ დე ხეას აგენტ ხორხე მენდესთან მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებას. ცნობილია, რომ დე ხეას სურვილი ანაზღაურებასთან დაკავშირებით კვირაში დაახლოებით 500 000 გირვანქაა.  

სხვა სტატიები