Belive

დე იონგს ბარსელონას ლეგენდობა სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ფრენკ დე იონგი, როგორც მოგეხსენებათ "ბარსელონაში" გადავიდა, თუმცა გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ესპანელებმა ნიჭიერ ნახევარმცველში 60 მილიონი ევრო გადაიხადეს და 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. დე იონგმა ესპანურ "გრანდში" გადასვლის შემდეგ მხოლოდ ახლა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, "ბარსელონაში" თამაში ოცნება იყო.
"ჩემი შეძენა პარი სენ-ჟერმენსაც სურდა და ეს ჩემთვის კარგი ვარიანტი იყო, თუმცა ბარსელონაში თამაში ყველას ოცნებაა. ბედნიერი ვარ, რომ 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. წარმატებას თუ მივაღწევ, მთელი კარიერის განმავლობაში აქ დავრჩები, ისე როგორც ლიონელ მესი მოიქცა" - განაცხადა დე იონგმა.

სხვა სტატიები