Belive

დე ბრუინე: ,,პრემიერლიგაში გუნდების დამარცხება სულ უფრო და უფრო რთული ხდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინეს თქმით, პრემიერლიგაში ბოლო წლებში კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდილია:

,,ვფიქრობ, ამ სეზონში კარგ ფორმაში ვართ. პრემიერლიგა ცოტათი შეიცვალა. ცხრილის ბოლოში მყოფ გუნდებს მეტილი ფულის დახარჯვა და უმაღლესი დონის მოთამაშეების ყიდვა შეუძლიათ. მგონია, რომ 20-ვე გუნდი მაღალ დონეზეა, შესაბამისად, მათი დამარცხება სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

თუმცა, ბოლოსდაბოლოს, პრემიერლიგაში მეორე ადგილზე ვართ და სამ ტურნირზე ვიბრძვით, ასე რომ, წინა სეზონებთან შედარებით, დიდ ცვლილებას არ ვგრძნობ,'' - დე ბრუინეს სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტის'' 61 ქულა აქვს და ლიდერ ,,არსენალს'' 5 ქულით ჩამორჩება.

გვარდიოლას გუნდი ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ლაიპციგს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები