Belive

დაწყებამდე დასრულებული სეზონი - მარკო ასენსიომ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რეალმა" წინასასეზონო ტურის ფარგლებში "არსენალთან" გამართა შეხვედრა. მადრიდელთა ვარსკვლავმა, მარკო ასენსიომ "არსენალთან" მატჩის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო, რომელიც შესაძლოა ჯერ არ დაწყებული სეზონის გამოტოვების ფასად დაუჯდეს. ასენსიომ ერთ-ერთ ეპიზოდში, პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ბურთზე ბრძოლის დროს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო. "ბალნკოსის" ვარსკვლავი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარკო ასენსიომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მხოლოდ 6 თვეს გამოტოვებდა - თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, მის სარეაბილიტაციო პროცესს შესაძლოა გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდეს და ესპანელ ფეხბურთელს 2019/20 წლების სეზონის სრულად გამოტოვება მოუწიოს.
Untitled

სხვა სტატიები