დავით ვოლკოვი: "ამ გოლს სხვა ყველასგან განსხვავებული ემოცია ჰქონდა, რომელიც ყოველთვის დამამახსოვრდება"
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"როცა გავიგე, რომ საქართველოში ეროვნულ გუნდში სათამაშოდ უნდა ჩამოვსულიყავი, უსაზღვრო ემოციები დამეუფლა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. საქართველოს ნაკრებში ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია, რადგანაც ბიჭების უმრავლესობას უკვე ვიცნობდი და ადგილზე შესანიშნავი გარემო დამხვდა. შევდეთთან გამარჯვებაში დიდი როლი სწორმა ტაქტიკურმა მუშაობამ და ფეხბურთელების მიერ ზუსტად შესრულებულმა დავალებებმა ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი გულშემატკივარი იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ის მუხტი დაუბრუნა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აკლდა. რაც შეეხება სადებიუტო გოლს, ამ დროს ისეთი რამ ვიგრძენი, როგორც არცერთი სხვა გოლის დროს არ განმიცდია და ეს განცდა ჩემს კარიერაში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით დარჩება. სასიხარულოა, რომ მთავარი მწვრთნელი მენდო და სასიამოვნო იქნება, თუ მომავალშიც სტაბილურად გავაგრძელებ თამაშს და შევძლებ დამტკიცებას, რომ საქართველოს ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შემიძლია. იწერება, თითქოს არის საუბარი ჩემი საკლუბო კარიერის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი მსმენია, მხოლოდ იმას ვეცდები ჩემს საქმეში მაქსიმუმი გავაკეთო და ვნახოთ, რა მოხდება. 2015 წელს ჩემს კარიერაში რთული პერიოდი იდგა (ტრავმები, გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა), თუმცა მთავარია, რომ ეს პერიოდი დავძლიე და ახლა შემიძლია ჩემი კარიერა ისე განვავითარო, როგორც მჭირდება. ვეცდები, ჩემი თავისგან მაქსიმუმი გამოვავლინო და კარიერის ბოლოს რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ვიყო", - თქვა დავიოთ ვოლკოვმა.