Belive

დავით თარგამაძე სამტრედიაში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავით თარგამაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ნახევარმცველი "სამტრედიას" ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით, იმერულ კლუბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდილი ფეხბურთელი უკვე "სამტრედიას" მოთამაშეთა სიაში ირიცხება. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი უკრაინასა და გერმანიაში გატარებული 10 წლის შემდეგ, სამშობლოში 2018 წელს დაბრუნდა და "საბურთალოს", "სიონისა" და "შევარდენის" მაისურით თამაშობდა.

სხვა სტატიები