Belive

დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენი დანიის ჩემპიონი გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის სუპერლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში, დავით ხოჭოლავას ,,კოპენჰაგენმა” ,,ვიბორგი” 2:1 დაამარცხა. ბოლო ტურის წინ დედაქალაქური გუნდი მეორეადგილოსან ,,ნორდსიელანდს'' 4 ქულით გაექცა და ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

თავად ქართველ მცველს დღევანდელ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია (ხოჭოლავამ რამდენიმე კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა).

ხოჭოლავამ სუპერლიგაში წელს 16 შეხვედრა ჩაატარა.

,,კოპენჰაგენი” დანიის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთხუთმეტედ გახდა. ხოჭოლავას გუნდმა წელს თასის მოგებაც შეძლო.

სხვა სტატიები