Belive

დავით ხოჭოლავა დორტმუნდის წინააღმდეგ ძირითადში იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი აიღებს სტარტს. დღევანდელ სათამაშო დღეს 8 მატჩი გაიმართება. აქედან ერთ-ერთში კი ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ დათი "კოპენჰაგენის" ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. დანიური კლუბი გერმანულ "დორტმუნდს" გასვლაზე დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 20:45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. მისი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათძე გაიმართება. "ნაპოლი" შინ წინა წლის ფინალისტს "ლივერპულს" დაუხვდება.

სხვა სტატიები