დავითაშვილის ტრანსფერით თურქული გრანდი ინტერესდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სენტ ეტიენის" შემტევით, "ბეშიქთაში" ინტერესდება. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბეშიქთაში" ზურიკო დავითაშვილის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
ტრანსფერთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ ქართველი შემტევი "ბეშიქთაშის" სათამაშო სქემაში იდეალურად ჯდება და თურქები მზად არიან 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.
💥 Beşiktaş yönetimi, St.-Etienne forması giyen 24 yaşındaki Gürcistan vatandaşı kanat oyuncusu Zuriko Davitashvili'yi kadrosuna katmak istiyor. (Takvim)
— Gündem Beşiktaş (@gundembjkcom) April 24, 2025
💶 Piyasa değeri 10 Milyon € pic.twitter.com/jCjZHVu8Kc
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა "სენტ ეტიენის" მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში, 7 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.