დავითაშვილის დუბლი ბასტიასთან - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა შემტევმა?
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 2-ის მე-17 ტურში სენტ-ეტიენი ბასტიას დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
სენტ-ეტიენი ორჯერ მარცხდებოდა, მაგრამ ორივე შემთხვებაში ზურიკო დავითაშვილმა გაათანაბრა. 87-ე წუთზე მასპინძლებს წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა ტარდეუმ პენალტი ვერ გაიტანა.
ზურიკო დავითაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო და მისი თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა გამოარჩიეს.
Flashscore: 7.6
Sofascore: 8.5
Whoscored: 8.3
90e+5 : ⏹️ Fin du match à GG. Les Verts concèdent le nul face à Bastia.
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) December 13, 2025
💚 2-2 🔵 #ASSESCB pic.twitter.com/qYTj2hkfjO
სენტ-ეტიენი 30 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 2-ის ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება.