Belive

"დავინახე, რომ ტექნიკური ზონისკენ მიდიოდა და მივხვდი, რაც ხდებოდა" - ჰოიბერგი ერიქსენის მომენტზე

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ნაკრების კაპიტანი, პიერ-ემილ ჰოიბერგი კრისტიან ერიქსენის ეპიზოდის შესახებ საუბრობს. სკანდინავიური ნაკრების ათიანს უკრაინასთან ამხანაგური მატჩის დროს გულის პრობლემები ისევ შექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

"აუტი უნდა მოწოდებულიყო და კიდესთან მივედი, ეპიზოდის დასაწყისი ვერ დავინახე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ კრისტიანი ტექნიკური ზონისკენ მიემართებოდა და რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად ვიცით, მაშინვე მივხვდით, რომ ეს რაღაცას ნიშნავდა.

მაგრამ მინდა აღვნიშნო, თუ როგორ რეაგირებდა მოედანზე ყველა: ძალიან სწრაფად და უდიდესი პატივისცემით. მხოლოდ შემიძლია შევაქო იმ ადამიანების გამბედაობა, ვინც მოედანზე კრისტიანს უვლიდა.

ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ასეთ სიტუაციებში შოკს განიცდი და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კრისტიანი ყველაფერს კარგად უმკლავდება", - ამბობს პიერ-ემილი ჰოიბერგი.

კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია. 34 წლის ფეხბურთელს დანიის ნაკრებში 151 მატჩი დაუგროვდა.

სხვა სტატიები