Belive

დავიდ ვილამ ბარსელონაში ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელი ლეგენდარული ფეხბურთელი "ბლაგრაუნას" ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა და გულშემატკივრებს თავი ძალიან შეაყვარა. ვილა საოცარ ტრიოს ჰქმნიდა მესისთან და პედრო როდრიგესთან ერთად. მათ ერთად გულშემატკივრებს დაუვიწყარი საღამოები აჩუქეს. დავიდმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონაში" ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა. - "ეს იყო ჩემი კარიერის საოცარი პერიოდი. დიდი პატივი იყო მეთამაშა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში."  - "მე ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ ვთამაშობდი ისეთი დონის ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც მესი ხავი და ინიესტა არიან. ჩვენ ერთად უამრავი ტიტული მოვიგეთ და მე ძალიან ბედნიერი ვარ." დავიდ ვილამ "ბარსელონას" რიგებში 119 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 48 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ედვინ ვან დერ საარს შორიდან ულამაზესი დარტყმით გაუტანა.

სხვა სტატიები