Belive

დავიდ სილვამ უპასუხა შეკითხვას - რატომ გადავიდა სიტიში და არა - რეალში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, დავიდ სილვას, ჰკითხეს, რატომ არჩია ,,მანჩესტერ სიტიში'' გადასვლა მადრიდის ,,რეალში'' თამაშს:

- რატომ აირჩიეთ მანჩესტერ სიტი? ეს ხომ მაშინ ერთადერთი შემოთავაზება არ ყოფილა?! რეალმა წინადადებით რამდენიმეჯერ მოგმართათ, სიტი კი მაშინ ასე არ გამოირჩეოდა...

- პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მათ ჩემზე ძალიან დიდი ავანსები გასცეს. პირველივე ზარის შემდეგ ნდობა და მხარდაჭერა ვიგრძენი. ასევე იმიტომ, რომ მათ პროექტის საბოლოო მიზანი გამაცნეს. არსებობდა ამბიცია, რომ მანჩესტერ სიტი ევროპის ერთ-ერთი საფეხბურთო გიგანტი გამხდარიყო, დღეს კი ეს მართლაც ასეა. -

დავიდ სილვა ,,მანჩესტერ სიტიში'' 2010-2020 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველმა ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 438 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა და 140 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ესპანელმა ინგლისურ კლუბთან ერთად პრემიერლიგა (4-ჯერ), ინგლისის თასი (2-ჯერ), ლიგის თასი (5-ჯერ) და სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები