Belive

დავიდ სილვა ქალზე თავდასხმის გამო დააჯარიმეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდა დავიდ სილვა ქალზე თავდასხმის გამო დააჯარიმეს. შემთხვევა კანარის კუნძულებზე მოხდა.

სილვას, რომელიც "რეალ სოსიედადში" თამაშობს, ჯარიმის სახით 1080 ევრო ოდენობით თანხის გადახდა მოუწევს. კანარის კუნძულებზე მასპალომას კარნავალზე, ჩხუბის დროს ესპანელმა ფეხბურთელმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბში მისი ძმა ფერნანდო ანტონიო ხიმენეს სილვა და მესამე უცნობი პიროვნება მონაწილეობდა.

ესპანური საინფორმაციო გამოშვების Tiempo de Canarias-ის თანახმად, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა წვდომა სასამართლო დოკუმენტებზე, სილვამ ძლიერად მოქაჩა ქალბატონს ხელზე, რამაც მისი მიწაზე დაცემა გამოიწვია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სილვას მოქმედების შედეგად ქალს აღენიშნებოდა საშვილოსნოს ყელის პოსტტრავმული ტკივილი, სისხლჩაქცევა მარცხენა იდაყვზე, მუხლებზე და მარცხენა ხელზე .

წყაროებზე დაყრდნობით, სილვასთან მყოფი უცნობი პიროვნება დანით იყო შეიარაღებული და ჩხუბში მონაწილეებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ფეხბურთელმა მისი დანაშაული აღიარა და სასჯელის სახით 1080 ევროს გადახდა მოუწევს.

სხვა სტატიები