Belive

დავიდ რაია ტოტენჰემის კარს დაიცავს

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბრენტფორდის" კარის დარაჯი დავიდ რაია "ტოტენჰემის" შეთავაზებას დათანხმდა. ესპანელმა მეკარემ "დეზებისგან" შეთავაზებული ყველა პუნქტი მიიღო. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფასის დასაკლებად კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიას აგენტს "ჩელსის" წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, ეს სიცრუე გამოდგა.

2022/2023 წლის პრემიერ ლიგის სეზონში "ბრენტფორდის" შემადგენლობაში რაიამ 38 მატჩი ითამაშა და 46 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები