Belive

"დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ლუკა ლოჩოშვილი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში "მილანმა" "კრემონეზეს" უმასპინძლა. "სან სიროზე" გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სტუმართა შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი გაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა. 24 წლის ფეხბურთელმა Sofascore.com-ისგან 6,7-ქულიანი, Whoscored.com-ისგან 6,75-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლოჩოშვილმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და იმედგაცრუება ვერ დამალა. ქართველი მცველი მიიჩნევს, რომ "კრემონეზე" უკეთეს შედეგს იმსახურებდა.

"ბრწყინვალე მატჩი იყო, რომელშიც 3 ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გოლი ბოლო წუთზე გავუშვით, იმედგაცრუებული ვართ, თუმცა, "სან სიროზე" "მილანთან" მოპოვებული ქულა დადებითი შედეგია. უკანასკნელ ტურებში უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, რადგან "მილანთან" გამართულმა მატჩმაც დაგვანახა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ "სპეციასთან" პრინციპული მატჩი გველის - დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - ლუკა ლოჩოშვილი.

შეგახსენებთ, სერია A-ს 33 ტურის შემდეგ, "კრემონეზე" 21 ქულით მე-19 პოზიციაზე იმყოფება და მე-17 ადგილოსან "სპეციას" 6 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები