Belive

,,დარწმუნებულნი ვართ, რომ ფაჯოლი პასუხისმგებლობით მიუდგება თერაპიის პროცესს'' - იუვენტუსის განცხადება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსმა'' ნიკოლო ფაჯოლის მიერ უკანონო ფსონების განთავსების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

,,კლუბმა გაითვალისწინა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესრელიზი და ნიკოლო ფაჯოლის სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მზად ვართ, უზრუნველვყოთ ყველანაირი დახმარება განსაზღვრული თერაპიული კურსის განსახორციელებლად.

მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი, რომ ნიკოლო კლუბის, თანაგუნდელების, ოჯახისა და სპეციალისტების მხარდაჭერით, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგება თერაპიის პროცესს და დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, მშვიდად შეძლებს ფეხბურთში დაბრუნებას.'' - წერია იუვენტუსის განცხადებაში

ნიკოლო ფაჯოლი ფსონების განთავსების გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ფეხბურთელმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოსაჯანმრთელებლად თერაპია უნდა გაიაროს.

სხვა სტატიები