Belive

დანილო კატალდი: "არ ველოდი, რომ კვარაცხელიას ამხელა გავლენა ექნებოდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლაციოს საყრდენმა ნახევარმცველმა, დანილო კატალდიმ, "ნაპოლის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის და მეტოქე გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლისთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ რთულ შეხვედრაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ, ტაქტიკურადაც მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ.

ლობოტკასთან გამკლავება რთული იქნება. ჩვენ მას კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, რადგან ის წარმოუდგენლად გაიზარდა სათამაშო მოედანზე და ისევე მსუბუქად თამაშობს, როგორც მთლიანად "ნაპოლი".

ერთ-ერთ პირველ თამაშში მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ, იქ კვარაცხელია მაინც იდუმალი ობიექტი იყო და არ ველოდი, თუ ამხელა გავლენას იქონიებდა ამ ლიგაზე", - თქვა 28 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა.

"ნაპოლი" "ლაციოს" 3 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები