Belive

დანიის ნაკრების ექიმი: ,,ერიქსენს უეცრად პულსი გაუჩერდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფინეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა, მორტენ ბოესემ, კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:
,,პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ერიქსენს ველაპარაკე... მასთან დიალოგის დეტალებზე საუბრისგან ახლა თავს შევიკავებ. მინდა გითხრათ ის, რაც ყველამ ვნახეთ - მოედანზე დაგვიძახეს, დაცემის მომენტი პირადად არ დამინახავს, თუმცა აშკარა იყო, რომ კრისტიანი სუნთქავდა და მის პულსს ვგრძნობდი. უეცრად პულსი გაუჩერდა და, როგორც ნახეთ, გულის არაპირდაპირი მასაჟი დავიწყეთ,'' - განაცხადა ბოესემ.
დანიასა და ფინეთს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, ფეხბურთელი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს. უეფამ მალევე დაადასტურა, რომ ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა სტატიები