Belive

დანიელე ადანი: "კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზეა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი შესანიშნავი სათამაშო ფორმით აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ხვიჩა კვარაცხელია დღეს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე მყოფ მოთამაშეებს შორის იმყოფება. ის ტექნიკურად ძალიან ძლიერი გარემარბია და ყველა მიმართულებით პროდუქტიულია, იქნება ეს გოლების გატანა, თანაგუნდელების არამხოლოდ გოლის გატანაში დახმარება, არამედ თავდაცვით მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

ამ ბიჭს ფეხბურთის თამაშის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ 21 წლის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ის ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა სწრაფად გაიზარდა. მან აჩვენა, რომ ძლიერი და გადამწყვეტი როლის მქონე ფეხბურთელია, თანაც ისეთი დონის ჩემპიონატში ჩამოსვლიდან ძალიან მალევე, როგორიც სერია A გახლავთ", - თქვა "ლაციოს", "ბრეშას", "ფიორენტინას", "ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა.

ქართველ ტალანტს, რომელიც უკვე უმაღლესი დონის ექსპერტების აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.

სხვა სტატიები