Belive

მუნდიალი 2022 | დანიამ მსოფლიო ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - კასპერ ჰიულმანდმა, მსოფლიო ჩემპიონატისათვის სკანდინავიელთა შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ჰიულმანდს 26 ფეხბურთელის დასახელება შეეძლო, თუმცა 21-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. დარჩენილი 5 ფეხბურთელის ვინაობა მოგვინებით გახდება ცნობილი.

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ, შემადგენლობა ორიგინალური ვიდეოთი წარადგინა. დანიის ნაკრების გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ შემადგენლობაში კრისტიან ერიქსენი მოხვდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავს, ევროპის ჩემპიონატზე, მატჩის მსვლელობის დროს, გულის შეტევა დაემართა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ერიქსენი პროფესიონალურ კარიერას გააგრძელება.

დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: კასპერ შმეიხელი, ოლივერ კრისტენსენი.

მცველები: სიმონ კიაერი, იოაჰიმ ანდერსენი, იოაკიმ მაელე, ანდრეას კრისტენსენი, რასმუს კრისტენსენი, იანს ლარსენი, ვიქტორ ნელსონი, დანიელ ვასი.

ნახევარმცველები: თომას დელანეი, მათიას იანსენი, კრისტიან ერიქსენი, პიერ-ემილ ჰოიბერგი.

თავდამსხმელები: ანდრეას ოლსენი, იასპერ ლინდსტრომი, ანდრეას კორნელიუსი, მარტინ ბრაიტუაითი, კასპერ დოლბერგი, მიკელ დამსგაარდი, იონას უინდი.

შეგახსენებთ, მუნდიალზე დანიის ნაკრები D-ჯგუფში საფრანგეთის, ავსტრალიისა და ტუნისის წინააღმდეგ იასპარეზებს. 22 ნოემბერს, ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, დანია ტუნისს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები