Belive

დანი კარვახალს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ის სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის ესპანელმა მცველმა, დანი კარვახალმა ელ კლასიკოში მუხლის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია გახდა აუცილებელი. დღეს, სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 33 წლის ფეხბურთელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გუნდის სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშაა, მათი განცხადებით კარვახალი სარეაბილიტაციო პროცესს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი ბოლო დროს ტრავმებს ხშირად იღებს, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ვილიარეალთან მიღებული დაზიანების გამო 9 თვე გამოტოვა. ამის შემდეგ ესპანელი დაახლოებით 1 თვის წინ, სექტემბრის მიწურულს, ატლეტიკოსთან კვლავ დაიტრავმა და ელ კლასიკომდე (26 ოქტომბრამდე) დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონას წინააღმდეგ მოედანს დაუბრუნდა და გამოსვლიდან 20 წუთში, ამჯერად მუხლი დაიზიანა და დაახლოებით 2-3 თვეს გამოტოვებს.

სხვა სტატიები