Belive

დანი ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, "პარი სენ-ჟერმენმა" მორიგი ჩემპიონობა იზეიმა. აღნიშნული გამარჯვება განსაკუთრებული გამოდგა დანი ალვეშისთვის, რომელმაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - ბრაზილიელის ანგარიშზე უკვე 39 გუნდური ტიტულია და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიო ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. "სევილიას," "ბარსელონას," "იუვენტუსისა" და "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში, დანი ალვეშს შემდეგი ტიტულები აქვს მოგებული:
  • ლა ლიგა (6)
  • კოპა დელ რეი (5)
  • ესპანეთის სუპერთასი (5)
  • UEFA-ს სუპერთასი (4)
  • ჩემპიონთა ლიგა (3)
  • მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3)
  • UEFA-ს თასი (2)
  • ლიგა 1 (2)
  • FIFA-ს კონფედერაციის თასი (2)
  • იტალიის ჩემპიონატი (1)
  • იტალიის თასი (1)
  • საფრანგეთის თასი (1)
  • საფრანგეთის ლიგის თასი (1)
  • საფრანგეთის სუპერთასი (1)
  • კოპა ამერიკა (1)
  • მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (1)
გუნდური ტიტულების რაოდენობით, დანი ალვეში უსწრებს მაქსველს (37), რაიან გიგზს (36), ვიტორ ბაიას (35), ლიონელ მესის (33), ხავისა (32) და ინიესტას (32).

სხვა სტატიები