Belive

დალო და ბრუნო კრიშტიანუ რონალდუს ცუდად შეხვდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ ბრიტანელ ჟურნალისთან - პირს მორგანთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ პატივს არ სცემს "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს - ერიკ ტენ ჰაგს, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ კრიშტიანუ მის კლუბში ზედმეტ ადგილს იკავებს და მან "მანჩესტერ იუნაიტედში" აღარ უნდა ითამაშოს.

კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისი დატოვა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების შეკრებას პორტუგალიაში შეუერთდა, ხოლო 15 ნოემბერს კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყატარში გაემგზავრება.

სანაკრებო შეკრებაზე მისულ კრიშტიანუ რონალდუს მისი "მანჩესტერის" თანაგუნდელები - ბრუნო ფერნანდეში და დიოგუ დალო ცივად შეხვდნენ. კერძოდ, ბრუნო ფერნანდეშმა მას თავდაპირველად ხელი არ ჩამოართვა, შემდეგ კი ცივად მიესალმა, რაზეც კრიშტიანუ რონალდუმ უკმაყოფილება ვერ დამალა.

ხოლო რაც შეეხება "წითელი ეშმაკების" მარჯვენა მცველს - დიოგუ დალოს, პორტუგალიის ნაკრების შეკრებიდან ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად დალო ფოტოს იღებს, თუმცა მისი სახე ყველაფერს ამბობს.

სხვა სტატიები