Belive

"დაგვცინით, ჯერ ლოკომოტივი, ახლა დინამო" - როგორ გამოეხმაურნენ რუსი ქომაგები დინამო თბილისთან მარცხს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, "დინამო თბილისმა" მოსკოვის "დინამო" თურქეთში მიმდინარე წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0) დაამარცხა. მატჩის შემდეგ, რუსული კლუბის Youtube არხზე, სადაც შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინარეობდა, გაბრაზებულმა რუსმა ქომაგებმა უკმაყოფილო კომენტარები დატოვეს, საიდანაც რამდენიმე გამორჩეულს შემოგთავაზებთ.
"ქართველებთან თამაში რატომღაც არ გამოდგვის"; "დაგვცინით?, ჯერ "ლოკომოტივი", შემდეგ "დინამო"; "რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად?"; "მეგობრებო, ეს რა იყო?"; "ასეთი მატჩები სწორედ ამისთვისაა";
"დინამო თბილისის" გამარჯვების გოლი თორნიკე კირკიტაძის საგოლე პასის შემდეგ, უსმანე კამარამ გაიტანა, რომლისთვისაც ეს "დინამოს" რიგებში სადებიუტო გოლი იყო.  

სხვა სტატიები