"დაბრუნებით უზომოდ ბედნიერი ვარ" - კრიშტიანუ რონალდუ
საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა.
- ალ აჰლი & ალ ჰილალი 4:5 პსჟ (მიმოხილვა)
- კრიშტიანუ რონალდუს დუბლი პსჟ-ს წინააღმდეგ | VIDEO
- მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა - ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოოდ, საუკეთესო თერთმეტეული პარიზულ გრანდთან 4:5 დამარცხდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პირველივე ტაიმში ორი გოლის გატანა შეძლო. რონალდუს გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია - იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა, რომელშიც აღნიშნა, რომ მოედანზე დაბრუნებით უზომოდ ბედნიერია.
"მოედანზე დაბრუნებით და გოლის გატანით უზომოდ ბედნიერი ვარ. ასევე სასიამოვნოა ძველი მეგობრების ხილვა".
So happy to be back on the pitch, and on the score sheet!! And nice to see some old friends!👍🏼 pic.twitter.com/qZqKGHsrVD
— Cristiano Ronaldo (@Cristiano) January 19, 2023