Belive

დაბრუნება მშობლიურ გუნდში: ლუკას პაკეტა კარიერას ფლამენგოში გააგრძელებს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუკას პაკეტა კარიერას სამშობლოში, ფლამენგოში გააგრძელებს.

28 წლის შემტევი ნახევარმცველი მშობლიურ გუნდში დაბრუნდება და ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკას პაკეტა ბრაზილიის სერია A-ს და კოპა ლიბერტადორესის მოქმედ გამარჯვებულთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლუკას პაკეტა ფლამენგოს აღზრდილი გახლავთ და კარიერის განმავლობაში მილანში, ლიონის ოლიმპიკსა და ვესტ ჰემში უთამაშია.