Belive

CR7 - სამაგალითო სპორტსმენი | რას იხსენებენ ფერდინანდი და ევრა რონალდუზე

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ, მისი მენტალიტეტითა და მიზანდასახულობით რომ ყველასგან გამორჩეულია, ეს ამბავი თითქოს ყველასთვის ნაცნობია, თუმცა გარკვეულწილად ზედაპირულ დონეზე და აუცილებელია დეტალებში ჩასვლა და მისი გააზრებაც, რადგან უფრო მკვეთრი იყოს იმ სულისკვეთების აღქმა, რასაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საკუთარ სპორტულ კარიერაში "აბანდებს".

რიო ფერდინანდის ისტორია



"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც რონალდუს სახლში აღმოჩნდა სრულიად გაოცებული დარჩა იქ არსებული მოცემულობით.  "როდესაც სახლში შევედი, რონალდოსთან ერთად 6-7 ადამიანი ვნახე, არცერთი მათგანი ჩემთვის ნაცნობი სახე არ ყოფილა და შესაბამისად კრიშტიანუს ვკითხე თუ ვინ იყვნენ ისინი" "რონალდუმ მიპასუხა, რომ ეს ადამიანები მისი პირადი მასაჟისტი, დიეტოლოგი, ექიმი, ფიზიკოსი და შეფ მზარეულები იყვნენ" "მას შინ ჰყავდა თითოეული ხსენებული ადამიანი იმისათვის, რომ ოდნავ არანაირი ზღვარი არ ჰქონოდა მის შეუჩერებელ განვითარებას, მაშინ ამას არავინ აკეთებდა"  "რონალდუ თითოეულ დეტალს ეძებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესობისკენ შეიცვალოს და 1 წამითაც არ იხევს უკან"  "ის ინარჩუნებს მის სხეულს ზუსტად ისეთს, საუკეთესოს, როგორსაც ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ" "როდესაც მანჩესტერში პირველად მოვიდა, ძალიან პატარა იყო და იმ პერიოდიდანვე მიდრეკილი იყო საუკეთესოობისაკენ" "მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ, რონალდო არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს მწვერვალზე ასასვლელად",- აცხადებს რიო ფერდინანდი.
კრიშტიანუს შესახებ კიდევ არაერთი საინტერესო მსგავსი სტილის ცნობაა გავრცელებული, მაგალითად პატრის ევრა ასეთ რამეს ყვება:

პატრის ევრას ისტორია



"როდესაც ჩემს მონატრებულ მეგობარს, კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი, მასთან სახლში მივედი და მივირთვით 100%-ით ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებული სალათი, რის შემდეგაც ვიფიქრე, რომ ახლა მინიმუმ აუზში ჩავიდოდით გასართობად, თუმცა რონალდუმ სავარჯიშოდ დამპატიჟა, თავიდან თითქოს გამიკვირდა და მეგონა მეხუმრებოდა, თუმცა მისი შემოთავაზება იმდენად სერიოზული იყო რომ უარის თქმის არანაირი საშუალება არ მქონდა"  "ასე აღმოვჩნდით მე და კრიშტიანუ სავარჯიშო მოედანზე და ჩემთვის დაუგეგმავი ერთობლივი ვარჯიში გავმართეთ", - იხსენებს ევრა. ამრიგად, კრიშტიანუ არის სპორტსმენი, რომლის მენტალიტეტიც თითოეული სპორტსმენისათვის სანატრელია, განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ქართველი ფეხბურთელებისთვის მისაბაძი და სამაგალითო პერსონაც სწორედ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი იქნება.

სხვა სტატიები