Belive

,,ჩვენს პრიორიტეტად ლიგა 1-ს მე-11-ედ მოგება რჩება'' - პსჟ გულშემატკივრებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენმა'' გულშემატკივრებს მეილზე შეტყობიენება გაუგზავნა:

,,გვინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა მიუნხენში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის. ,,პარი სენ ჟერმენის'' ოჯახმა იცის, როგორ გადალახოს სირთულეები, როგორ აღიდგინოს ფორმა და როგორ შეინარჩუნოს ერთიანობა. ერთად ჩვენ ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ.

მომავალს მთავარი მიზნით უნდა შევხედოთ: ჩემპიონატის მოგება... ჩვენს პრიორიტეტად საფრანგეთის ლიგა 1-ის მეთერთმეტედ მოგება რჩება, რაც ახალი რეკორდი იქნება. კლუბის მომავალს ერთად ვაშენებთ,'' - წერია შეტყობინებაში.

,,პსჟ'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ,,ბაიერნთან'' ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 63 ქულა აქვს და მეორადგილოსან ,,მარსელს'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები