Belive

"ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით" - რუსი კომენტატორი საქართველოს ნაკრებზე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობს, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. A-ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ, საქართველომ ბრწყინვალედ იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.

ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი - ალექსეი ანდრონოვი, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფს ეხმაურება და "დინამო არენაზე" არსებული აურით აღფრთოვანებას ვერ მალავს.

"უბრალოდ შეხედეთ ამ ყველაფერს. გაიგეთ, რა არის ბედნიერება. გაიგეთ, რა არის ფეხბურთი. დაფიქრდით, იმაზე, რომ რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს არასდროს უასპარეზია მსგავს ანტურაჟში. ალბათ ჩვენს ცხოვრებაში ვერ ვიხილავთ მსგავს გარემოს", - ალექსეი ანდრონოვი.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურტო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალსი პირველად იასპარეზებს.

სხვა სტატიები