Belive

ჩუამენი: ,,როცა რეალის ქამბექები ვნახე, აგენტს მივწერე - გთხოვ, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ იქ ვითამაშო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ორელიენ ჩუამენიმ მადრიდის ,,რეალში” გადასვლაზე ისაუბრა:
,,ჩემი ტრანსფერის თანხა? ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, ვცდილობ, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვიყო. ტრანსფერის ღირებულება საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო. როცა პსჟ-სთან და მანჩესტერ სიტისთან მათი მატჩები ვნახე, ჩემს აგენტს მივწერე: ,,გთხოვ, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ რეალში ვითამაშო.'' - განაცხადა ჩუამენიმ.
22 წლის ნახევარმცველმა ,,რეალთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე გადაიხადეს. ჩუამენი ,,ბორდოს” აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს ,,მონაკოში” გადავიდა. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები